ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება

11.02.23 20:59
ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა - ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება რომ 2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "მასკოვსკი ბიზნეს ბროკერჯი" დაარეგისტრირა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. ყველაზე მსხვილი აქციონერი 50% წილის მფლობელი ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძეა. რუსეთის სახელმწიფო რეესტრის მე-60 გრაფაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ყოფილი პროკურორი  რუსეთის მოქალაქეა.

2022 წლის 15 თებერვალს მოსკოვში ბიზნესის რეგისტრაციის დროს ოთარ ფარცხალაძე უკვე რუსეთს მოქალაქედ არის მითითებული. აქედან ორ თვეში 2022 წლის 21 აპრილს, ფარცხალაძე კომპანიას საქართველოში აფუძნებს. კოსტავას 60 ში ნოტარიუს იბარებს და "ჯი პი ეს კონსალტინგის" მართვის უფლებას შვილს გადასცემს.  ნოტარიუსი წერს, რომ როდესაც ოფისში მიიყვანეს, მას პირადად ქმედუნარიანი ოთარ ფარცხალაძე დახვდა, ფარცხალაძემ დოკუმენტაცია ქართული პირადი ნომრით გააფორმა. დოკუმენტში არსად ჩაწერა, რომ ის რუსეთს მოქალაქეც არის.

რას საქმიანობს ოთარ ფარცხალაძის კომპანია რუსეთში? - ყიდის და ყიდულობს უძრავ ქონებას, ის ვაჭრობს მოსკოვის ბირჟაზე, აქციებით, ობლიგაციებითა და უცხოური ვალუტით. ყიდის სამედიცინო აღჭურვილობას, აშენებს და არემონტებს საავადმყოფოებს, უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს, რუსეთში ბიზნესების ყიდვას.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანია კრემლის წინ მდებარეობს. ის ოფისს რუსეთის მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძის ორ პარტნიორთან ერთად ფლობს: რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ კარტოზია და ასევე რუსეთის მოქალაქე ვიქტორია ბოკერია. ვიქტორია ბოკერია რომან ბოკერიას ცოლია, რომან ბოკერია კი ის კაცია, რომელიც 2022 წლის დეკემბერში, რუს დეპუტატებთან მოლაპარაკებებზე იჯდა და თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ითხოვდა. რუს დეპუტატებთან შეხვედრას ესწრებოდა ფარცხალაძის შვილის, ანდრია ფარცხალაძის დაფუძნებული მოძრაობის თავმჯდომარეც.

ამასთან, ირკვევა ისიც, რომ  2022 წლის 30 აგვისტოს ოთარ ფარცხალძე როგორც დამოუკიდებელი ბიზნეს სუბიექტი ისე დარეგისტრირდა. მან მოიპოვა უფლება ბიზნესი აკეთოს ლამის ყველა სფეროში. 

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, მიენიჭა უფლება,  დაკავდეს ხილისა და ბოსტნეულის, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, შაქრის, შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის, ასევე ჩაის, ყავის, კაკაოს საბითუმო ვაჭრობითაც. 

რატომ აიღო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს ხელისუფლების გავლენიანმა ექს მაღალჩინოსნმა? - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" და არის თუ არა ეს პოლიტიკური განაცხადი, ნახეთ, მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოზიება

მსგავსი სიახლეები