ჩვენ ვებრძვით მონსტრს, რუს ოლიგარქს, საქმე გვაქვს პუტინის რეჟიმთან - ხაბეიშვილი

11.02.23 18:03
ჩვენ ვებრძვით მონსტრს, რუს ოლიგარქს, საქმე გვაქვს პუტინის რეჟიმთან - ხაბეიშვილი

აქცია შეკვეთილში - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისულმა ენმ-ს თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ყველამ გვერდზე უნდა გადადოს სხვა საქმე და ერთად უნდა დავამთავროთ ჩვენი ქვეყნის გარუსება.

ჩვენ ვებრძვით მონსტრს, რუს ოლიგარქს, საქმე გვაქვს პუტინის რეჟმთან, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ყველა გონიერი ადამიანი საბოლოო ჯამში არჩევანს გააკეთებს ბრძოლისკენ. ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ყველაზე დიდი პარტია არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართვლო, ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ვიბრძოლოთ და ყველამ ამაში უნდა შემოიტანოს თავისი ენერგიაც და დახარჯოს დროც. სხვა საქმე არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც ჩვენს საზოგადოებას არ აქვს. უნდა დავამთავროთ ჩვენი ქვეყნის გარუსება", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა დღეს აქცია შეკვეთილში.  "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას ითხოვდნენ.  ქვეყნის არაფორმალური მმართველი აქციის მონაწილეებთან, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილა, თუმცა "პირველების" კამერამ მისი ძმა დააფიქსირა.

დღეს გურიაში სამართალდამცველები აჭარიდან ჩაიყვანეს. ბლექსი არენადან ივანიშვილის რეზიდენციამდე, შეკვეთილის მთელ პერიმეტრს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები იცავდნენ.  

მსგავსი სიახლეები