პრეზიდენტის მძიმე დღეები - ექსკლუზიური კადრები სააკაშვილის პალატიდან
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი: კადრები მიხეილ სააკაშვილის პალატიდან, რომელსაც პენიტენციური სამსახური ერთი თვეზე მეტ ხანს მალავდა.
კადრები ასახავს 2022 წლის აგვისტოს, ოქტომბერს და ნოემბერს. ვიდეო-მასალა მრავალსაათიანია, თუმცა "ტვ პირველის" გამომომძიებელ ჟურნალისტთა გადაწყეტილებით, ეთერში მოხვდა ის მომენტები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას ასახავს, ასევე ასახავს ექსპერტიზის რამდენიმე ეტაპს, კადრებში მოხვდა ექიმებისა და პაციენტის ურთიერთობა.
ვიდეო-კადრებში ჩანს მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდი - ეს კონკრეტულიჩანაწერი დღეს CNN-მა გაავრცელა.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრებით დასტურდება ისიც, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უცხოელმაა ექიმებმა ექსპერტიზა ნამდვილად ჩაუტერს და დასკვნები ზეპირად არ დაუწერიათ, როგორც ამას ბრალდების მხარე სასამართლოებზე ამტკიცებდა.