აღმოჩენილია ბუჭულაძეების რუსული აბანოები - ჟურნალისტური გამოძიება
რუსულ აბანოებს თბილისიდან 20 კილომეტრში, სოფელ მუხათწყაროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოჯახი აშენებს - ეს ჯუანშერ ბურჭულაძის შვილის, 23 წლის დათუჩა ბურჭულაძის ბიზნესია. როდესაც პროექტი დაიწყო ბურჭულაძე 19 წლის იყო, ეს კი ბადებს განცდას, რომ რუსული აბანოების ბიზნესი სავარაუდოდ, საქართვლოს თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის და შვილის სახელზე გააფორმა.
მშენებლობა უკვე დასრულდა, აქ იქნება დასასვენებელი სივრცე, ცხელი და ცივი წყლის აუზები ღია ცის ქვეშ, ტერასები და ტყეში ჩაფლული 6 რუსული საუნა.
მუხათწყაროს რუსული აბანოები, კომპანია "კოლხეთს" ეკუთვნის, კოლექთის 49%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის უფროსი ვაჟი, დათუჩა ბურჭულაძეა.
51 პროცენტს კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე საბა მიქავა ფლობს. კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ მათი საქმიანობის სფერო რუსული აბანოებია.
მიწა, სადაც თავდაცვის მინისტრის შვილი რუსულ აბანოებს აშენებს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე საბა მიქავას ეკუთვნის. საბა მიქავა რუსეთში ცნობილი კანონიერი ქურდის ტარიელ მიქავას, იგივე "კემეს" შვილია.
ირკვევა, ისიც, რომ რუსული აბანოების ბიზნესი და საქართელოს თავდაცვის მინისტრი ერთ მისამართზე არიან რეგისტირებულები.
ვრცალდ, ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი