მხატვრის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

11.02.23 22:37
მხატვრის, სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს , რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

 

მსგავსი სიახლეები