სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა - მედიკოსებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

12.02.23 11:05
სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა - მედიკოსებმა განგაშის სიგნალი ჩართეს

მიხეილ სააკაშვილის მძიმე ყოფის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული ექსკლუზიური მასალის შემდეგ მედიკოსებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. ექიმებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ მესამე პრეზიდენტის პირადად პუტინის დავალებით კლავენ.

კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილს პოლიორგანული ფუნქციის დარღვევა აქვს და ის ნამდვილად არ სიმულანტობს. 

როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიორგანული ფუნქციის დარღვევასთან, ასეთ შემთხვევაში, პირველი გამოხატულება, ეს არის მოტორული ფუნქციის დარღვევა. ატაქსიური მოვლენები, როდესაც პაციენტი წონასწორობას ვერ იკავებს, გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, გარდა ამისა, აქვს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და უნებლიე გულის წასვლის მომენტები, ეს აბსოლუტურად დამახასიათებელია პოლიორგანული ფუნქციის მოშლისთვის და საკმაოდ ცუდი ნარატივია, რომ პაციენტი თვითონ განაპირობებს ამ პროცესს. არა, ბატონებო, პაციენტი ამ პროცესებს ვერ განაპირობებს, ეს გახლავთ პათოლოგიური პროცესის პროგრესირების შედეგი, - ამბობს ვილი პაჭკორია.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის" შაბათმა გუშინ "ვივა-მედში" გადაღებული კადრები გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ სიმულანტობს და მისი მდგომარეობა რეალურად მძიმეა. 

 

მსგავსი სიახლეები