გასულ ღამეს "ვივა-მედი" ფეხზე იდგა - სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

12.02.23 11:15
გასულ ღამეს "ვივა-მედი" ფეხზე იდგა - სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

გასული ღამე მიხეილ სააკაშვილიმა და "ვივა-მედის" ექიმებმა თეთრად გაათენეს. მედპორსონალი ფეხზე იდგა, რადგან მესამე პრეზიდენტის ძლიერი კუნთების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ამის შესახებ დღეს გიული ალასანიამ განაცხადა.

სააკაშვილის დედა ამბობს, რომ იმ მძიმე კადრების შემდეგ, რომელიც გუშინ "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაასაჯაროვა, პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად არის, იმიტომ, რომ პროგრესირებადია ეს ყველაფერი, ეს დიაგნოზები, რომელიც იყო ჩამოთვლილი და ძალიან ბევრია ასეთი დიაგნოზი, მოგეხსენებათ, და რაც მთავარია, ეს ინტოქსიკაცია. გუშინ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ, რა თქმა უნდა, პაციენტმა. საშინელი, გაუსაძლისი სახსრების ტკივილი ჰქონდა. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. მოწამვლის გამო ვერ იღებს საკვებს. პროფესიონალები მუშოაბდნენ, უნამუსო, მატყუარა ხალხი, იმიტომ, რომ ამის უფლებას არასდროს მათი პროფესიონალიზმი და მათი ლიცენზიები, რომლებიც მათ მომენტალურად ჩამოემრთმევათ ეს რომ დადასტურდეს, რომ ისინი ტყუილების ავრცელებენ, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან, სადაც ეს არ ხდება. ამიტომაც არის ეს ყველაფერი ეჭვის ქვეშ, რაც აქ გაჟღერდება, - თქვა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის" შაბათმა გუშინ "ვივა-მედში" გადაღებული კადრები გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ სიმულანტობს და მისი მდგომარეობა რეალურად მძიმეა. 

მსგავსი სიახლეები