მმართველი გუნდი ორიენტირებულია რუსეთზე და მომავალსაც რუსეთში ხედავს - ბაჩო დოლიძე

12.02.23 11:41
მმართველი გუნდი ორიენტირებულია რუსეთზე და მომავალსაც რუსეთში ხედავს - ბაჩო დოლიძე

ოთარ ფარცხალაძის რუსული პასპორტი ოპოზიციას არ უკვირს. ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი რუსეთის ფედერაციაზე აორინეტურებული და მომავალსაც რუსეთში ხედავს.

ყველა ნორმალური ადამიანი იმას ცდილობს, რომ ევროკავშირს დაუახლოვოს თავისი ბედი, ამერიკის პასპორტი აიღოს, ამ დროს ყოფილი მაღალჩინოსნები "ქართული ოცნების" , მაინც ფოკუსირებულები არიან რუსეთის ფედერაციაზე და იქ უნდათ ცხოვრება. ამას ვამბობთ, სხვას კი არაფერს, რომ ჩვეულებრივად, ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მმართველი გუნდი ორიენტირებულია რუსეთზე და მომავალსაც ხედავს რუსეთში, - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა. "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "მასკოვსკი ბიზნეს ბროკერჯი" დაარეგისტრირა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. ყველაზე მსხვილი აქციონერი 50% წილის მფლობელი ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძეა. რუსეთის სახელმწიფო რეესტრის მე-60 გრაფაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ყოფილი პროკურორი  რუსეთის მოქალაქეა. 

მსგავსი სიახლეები