ხელისუფლების განცხადებები რუსეთის განცხადებებს ჰგავს - მესამე სექტორი

12.02.23 12:31
ხელისუფლების განცხადებები რუსეთის განცხადებებს ჰგავს - მესამე სექტორი

არასამტავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების განცხადებები, საუბარია პრემიერის და მმართელი პარტიის თავმჯდომარის ნარატივზე, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ძალიან ჰგავს.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მსგავსად საუბრობს. 

ჩვენი ხელისუფლების განცხადებები ძალიან ჰგავს ხოლმე რუსეთის ოფიციალურ განცხადებებს. დაახლოებით მარგარიტა სიმონიანი რასაც ლაპარაკობს, იმას ამბობს მსგავსად ქართულად და არასწორია და დამაზიანებელია, - ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

ამავე ცენტრის კიდევ ერთი დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოს ხელისუფლების შინაგანი გამოძახილია და ისინი ამას არარც მალავენ. 

განცხადებები, რომ, აი, საქართველოს ომში ჩართვა უნდათ და ომი არ გვინდა, მესმის, რაღაც ლოგიკა მაინც იყო, რომ ადამიანების შეშინებას ემსახურებოდა და თავიანთ მხარდამჭერებზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ ეს უკვე რას ემსახურება, ლოგიკურად ვეღარ ვხვდები, ერთადერთის გარდა, რომ ალბათ ეს ადამიანები უკვე პირდაპირ ემხრობიან რუსეთს და ეს არის მათი შინაგანი გამოძახილი, - ამბობს გიორგი რუხაძე.

მსგავსი სიახლეები