სააკაშვილს ძლიერი სახსრების ტკივილი და ტაქიკარდია აქვს - ალასანია

12.02.23 13:10
სააკაშვილს ძლიერი სახსრების ტკივილი და ტაქიკარდია აქვს - ალასანია

მიხეილ სააკაშვილს სასხრების აუტანელი ტკივილი და ტაქიკარდია აქვს, - ამის შესახევ გიული ალასანიამ "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

გამთენიისას ჩამეძინაო,-თქვა, ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს და იმის შემდეგ, იმიტომ, რომ ისევ იყო ეს საშინელი ტკივილი სახსრების. საკმარისია ორი ლუკმა ჩაიდოს და ეწყება მაჯის ბაგა-ბუგი ისეთი, ტაქიკარდია ეწყება. როგორც კი ცოტა, ოდნავ შეჭამს, ეგრევე აუვარდება ხოლმეს ეს მაჯა და დაუწყეს ახლა, შესაბამისად, რაღაცეების მიცემა, - თქვა ალასანიამ.

პრეზიდენტის დედამ ყურადღება უცხურ გავლენიან გამოშვებებზე გაამახვილა,რომლემბმაც მიხეილ სააკაშვილის მძიმე ყოფის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მსოფლიო მედიებს ყურადღების ცენტრშია. 

28 სტატიაა დაბეჭდილი და ეს ახლა, თქვენ როგორ ფიქრობთ, "ფაინენშალ თაიმსი", "ლემონდი", "ეკონომისტი", ასეთი გაზეთები და ჟურნალები, ან CNN-ზე და BBC-ზე ვინმე გამოგიყვანს ფულით? ასე არ ხდება, ვერ მოისყიდი ამ ხალხს. იმათ თავისი წესები აქვთ, თავისი რეპუტაცია აქვთ, - თქვა მან. 

გიული ალასანია ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რეგრესს ყოველდღიურად განიცდის. 

ბევრად უარესი სურათია, რაღაცა ფრაგმენტები აიღეს... ვხედავ ამ საშინელ რეგრესს, - ამბობს გიული ალასანია. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები