"ოცნება" მმართველობის დასასრულს გრძნობს და ნელ-ნელა მოსკოვში ბარგდება - ფარულავა

12.02.23 13:32
"ოცნება" მმართველობის დასასრულს გრძნობს და ნელ-ნელა მოსკოვში ბარგდება - ფარულავა

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ოთარ ფარცხალაძის რუსულ პასპორტთან დაკავშირებით "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟს ეხმიანება. ფარულავას თქმით, ხელისუფლების წევრები მათი მმართელობის დასასრულს გრძნობენ და ნელ-ნელა მოსკოვშ ბარგდებიან.

ჩვენ არ გავქვს ინსტიტუციები, რეალურად, მმართველები არიან ოლიგარქიული კლანის წევრები და სწორედ ამ ადამიანებს დიდებით ხვდებიან კრემლში. რა თქმა უნდა, ის ადამიანები გრძნობენ, რომ მათი მმართველობა ძალიან მალე დასრულდება და ნელ-ნელა ბარგდებიან კრემლში, მოსკოვში და იქ ფუძნდებიან, - ამბობს ფარულავა. 

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრი, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა. "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "მასკოვსკი ბიზნეს ბროკერჯი" დაარეგისტრირა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. ყველაზე მსხვილი აქციონერი 50% წილის მფლობელი ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძეა. რუსეთის სახელმწიფო რეესტრის მე-60 გრაფაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ყოფილი პროკურორი  რუსეთის მოქალაქეა.  

მსგავსი სიახლეები