ასეთი მნიშვნელოვანია "სასიკვდილო საჩუქრის" მიცემა პუტინისთვის? - პოდოლიაკი "ოცნებას"
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი "ვივა-მედიდან" გავრცელებული მესამე პრეზიდენტის კადრებს ეხმიანება. მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს, რომ საქართელოს მთავრობა ექსპრეზიდენტის მკვლელობას განაგრძობს, ეს კი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აფერხებს.
ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სვამს კითხვას, რატომ არის საქართველოსთვის ასეთი მიმზიდველი რუსეთი და რატომ უნდათ სააკაშვილის სიკვდილით პუტინს საჩუქარი გაუკეთონ.
საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდავოდ, ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია "სასიკვდილო საჩუქრის" მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.