სააკაშვილის საქმე სააპელაციოში ინაცვლებს - ადვოკატი მასალებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ კადრებს დაურთავს
მოსამართლე არევაძე სააკაშვილის ადვოკატებს დღეს გადაწყვეტილების დასაბუთებას სავარაუდოდ ჩააბარებს, ამის შემდეგ იურისტები სასჯელის გადავადების საქმეს მეორე ინსტანციაში 2-3 დღეში გაასაჩივრებენ.
შალვა ხაჭაპურიძე საქმის მასალებს დაურთავს "შაბათის ეთერის" მიერ გასაჯაროებულ ვიდეო კადრებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა ასახული.
შალვა ხაჭაპურიძე ვარაუდობს, რომ სააკაშვილის საქმე მოსამართლეთა კოლეგიას დაეწერება. ადვოკატი მოითხოვს, სამმა მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა.
რაც შეეხება კადრებს, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ამ ადამიანს ჰქონდა გულისყრის მომენტები. ასევე, მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა, რომ დოქტორ ლახანს ნიმუშები ნიმუშები არ დაულუქავს. თვალნათლივ გამოაშკარავდა, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, აბსოლუტური სიცრუე იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად იყო, მოსამართლე არევაძემ კი არ ისურვა, მისულიყო მასთან. სააპელაციო სასამართლოში იგივე საკითხს დავაყენებთ და ვიბრძოლებთ, რომ მოსამართლეებმა ნახონ მიხეილ სააკაშვილი"- აცხადებს უფლებადამცველი.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 6 ოქტომბრის გულყრის ეპიზოდი მათთვიის სააკაშვილს საერთოდ არ უთქვამს, რადგან არ ახსოვდა.
ადვოკატის თქმით, ეს ეპიზოდი ავადმყოფობის ისტორიაში საერთოდ არ არის შეტანილი.
ასევე ნახეთ: ექსკლუზიური კადრები სააკაშვილის პალატიდან