"ბიძინას ძალა" ასეთ მოდელებს მოსკოვიდან იღებს - უსუფაშვილი "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

14.02.23 13:51
"ბიძინას ძალა" ასეთ მოდელებს მოსკოვიდან იღებს - უსუფაშვილი "ხალხის ძალის"  კანონპროექტზე

"ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ივანიშვილის დაჯგუფების ახალი კანონპროექტი, რეალურად, არა ფინანსების გამჭვირვალობას, არამედ იმ ადამაიანების გაჩუმების მცდელობაა, რომელიც მათ "ნერვებს უშლის." 

მე ვერ ვხედავ, რომ ეს "ხალხის ძალის" ინიცირებულია, ეს არის ბიძინას ძალის ინიცირებული. ხალხს სხვა რამე უნდა. ხალხს არ ეშელბა მტერი და მოყვარე, როგორც ეშელბა ეს ბიძნას და მის ნამდვილ, რეალურ გამხმოვანებლებს. აქ გამჭვირვალობაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ხალხი ნერვებს გვიშლისო, იმიტომ, რომ ის ხალხი მტრებად ჰყავთ წარმოდგენილი. ბიძინას ძალა საიდან იღებს ასეთ მოდელებს? მოსკოვიდან, - ამბობს უსუფაშვილი. 

„ქართული ოცნების“  დანაყოფმა პარალმენტში არასამთავრობო სექტორის და მედიის წინააღმდეგ  დააინიცირა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსების, ენჯეოების და მედიის შემოსავლების წყაროები გაკონტროლდება.  

მსგავსი სიახლეები