1937 წელთან პარალელის გავლება არასწორია, დახვრეტილი არავინ მინახავს - დავითულიანი ნახატების გატანაზე
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატების გატანასა და 1937 წელს შორის პარალელის გავლება ადეკვატური არ არის.
მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან ნახატების გატანას რეპრესიებთან და შურისძიებასტან საერთო არაფერი აქვს.
ქალბატონ პრეზიდენტს სასახლეში, ადმინისტრაციაში ეკიდა ნახატები, რომლის იქ დაკიდების ვადაც იყო გასული. მივიდა ერთხელ ჯგუფი - არ გამოატანეს, მივიდა მეორედ ჯგუფი და წამოიღო. ერთხელ მოხდა ეს კულუარულად, როგორც ვიცი და ვერ მოხეხრდა, მეორედ მოხდა საჯაროდ. სასიამოვნოა? არ არის სასიამოვნო. არც ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს აქვს და არც პროცესი, რომელიც გუშინ ვნახე, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვის წინ გაუვიდა ვადა ამ ნახატების ფლობის და არ დააბრუნა. 37 წელთან გაკეთებული პარალელი ნამდვილად არ არის ადეკვატური და შესაბამისი. დახვრეტილი ადამიანი არ მინახავს და ვერც ვნახავ, - თქვა ბექა დავითულიანმა.