"მისასალმებელია" - "ოცნება" "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

14.02.23 15:41
"მისასალმებელია" - "ოცნება"  "ხალხის ძალის"  კანონპროექტზე

არამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად გამოცხადების იდეას "ქართული ოცნება" ემხრობა. ირკვევა, რომ "ხალხის ძალის" მიერ  ინიცირებულ რეპრესიულ კანონს ხელისლუფების მხადაჭერა ექნება. 

ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ გამჭვირვალობა ყოველთვის მისასალმებელია. 

ქმედებას, რომელიც ცხოვრებაში მიზნად ისახავს, რაიმეს ბუნებაშ გამჭვირვალობას, ბუნებრივია, რომ ეს არის მისასალმებელი. არასამთავრობო იქნება, დეპუტატი იქნება, სხვა პირი იქნება... ზოგადად, გამჭვირვალობა არის ბუენბაში და ცხოვრებაში ძალიან კარგი, - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი მიხეილ სარჯველაძე კი "ხალხის ძალის" კანონპროექტში ცუდს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ოპოზიცია კანოონს ჯერ არ იცნობს და უკვე იარლიყებს აწებებს. 

მგონია, რომ გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს ანუ რომ გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია იმის შესახებ ვინ რა ფონდით ფინანსდება და საიდან ფინანსდება, როგორ ფინანსდება და რაში იხმარს ამ თანხებს, მაინცდამიანც ყველაფერი ცნობილი საზოგადოებისთვის ნამდვილად არ გახლავთ. მთავარი პრობლემა დგას ასე: დრეს ოპოზიცია გამოვიდა და მოისმინეთ განცხადებები, აპრიორი რაღაც დასკვნებს აკეთებენ და იარლიყების მიწებებით არიან დაკავებულები ისე, რომ კანონპროექტის შინაარსი არ უნახავთ. ეს არის არასწორი მიდგომა, - თქვა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“  დანაყოფმა პარალმენტში არასამთავრობო სექტორის და მედიის წინააღმდეგ  დღეს დააინიცირა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიტიკოსების, ენჯეოების და მედიის შემოსავლების წყაროები გაკონტროლდება.  

 

 

მსგავსი სიახლეები