რა საფრთხეებს უკავშირდება რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა - ოპოზიცია "ოცნებას" აკრიტიკებს
ის, რომ რუსეთის სათათბიროში საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას უჭერენ მხარს, ქართულ ოპოზიციას არ უკვირს. ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხებიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პროპუტინისტური ძალაა, რომელიც რუსეთს ღიად ემხრობა.
ცხადია, არც გამიკვირდება, არც ახალი იქნება და არც რაიმე განსაკუთრებული იქნება, იმიტომ, რომ არათუ ფრენების აღდგენაზე ლაპარაკობენ, ეს ხალხი ღიად, მკაფოდ, ჩამოყალიბებულად პროპუტინისტური ძალაა, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს ღიად, დეკლარირებულად თავისივე განცხადებებით, - თქვა ხაბეიშვილმა.
რუსეთის საქართველოასთან პირდაიპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძელ. მისი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ქართული აეროპორტები სანქციების ქვეშ მოექცნენ.
პირველი, რომ სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ფარულ მოლაპარეკებებს აწარმოებს რუსეთთან და ეს დასტურდება იმით, რომ ინიციატორი თურმე ამ ყველაფრის არის ქართული მხარე. მეორე, რომ ავიამიმოსვლების აღდგენა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს აეროპორტებს, რომ მოექცნენ სანქციების ქვეშ. თუ რუსული სანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში, მაშინ სანქცების ქვეშ მოექცევა ქართული აეროპორტები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გარე სამყაროსთან, უბრალოდ, გაგვიწყდება კონტაქტი. ეს სჭირდება რუსეთს, ეს შედის რუსეთის ინტერესებში, ეს მათი გადარცენისთვის არის მნიშვნელოვანი. ქართული მხარე არცერთ შემტხვევაში არათუ ინიციატორი, ამ დისკუსიებშ არ უნდა შევიდეს, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ევროპულდ ა ევროატლანტიკურ ინტერგაციას, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
რუსეთის სათათბიროში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მხარს უჭერენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ნოვიკოვმა გააკეთა.