"კუდების მიბმა საჭირო არ არის" - სარჯველაძე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენა არ მოუთხოვია. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ იმეორებს, რომ თუ ეს რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასარგებლო იქნება, საკითხს "ქართული ოცნება" გადახედავს.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს კუდების მიბმა არ სჭირდება.
ჩვენ არ მოგვითხოვია არც ფრენების აღდგენა, არც შეწყვეტა მოგვითხოვია. იდეას გინდა მიესალმონ, გინდა დაემშვიდობონ. მათი გადასაწყვეტი საკითხი რაც არის, იმაში ჩვენ არ ვერევით, არც ვითხოვთ... არ გვაქვს ეს კომუნიკაცია. ერთადერთი კრიტერიუმით ვაფასებთ და ეს ითქვა უკვე, გაუადვილდებათ, მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც არიან ქართელები და ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე, თუ არ გაუადვილდებათ. ამას არ სჭირდება კუდების მიბმა. ეს არ ნიშნავს, რომ საქართელოსთვის რამენაირად გადახედილია რომელიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესი, მათ შორის, ოკუპანტ სახელმწიფოსტან ურთიერთობის თვალსაზრისით, - თქვა სარჯველაძემ.
რუსეთის სათათბიროში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მხარს უჭერენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ნოვიკოვმა გააკეთა.