ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, თუ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ პრეზიდენტის სიკვდილს - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, თუ პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ საზოგადოებას პრეზიდენტის სიკვდილს.
ხაშურში გამართულ აქციაზე ენმ-ს თავმჯდომარემ თქვა, რომ საპროტესტო ტალღა საბოლოოდ დედაქალაში მოიყრის დიდი აქციით თავს.
ყველა ქალაქში ყველა რაიონში იქნება აქციები და საბოლოო ჯამში ეს საპროტესტო ტალღა ცხადია ტავს მოიყრის დედაქალაქში. ჩვენს დებს, დედებს, მამებს - ყველას დავარწმუნებთ, რომ ბრძოლას აქვს აზრი, რომ არ შეიძლება რუს ოლიგარქს დავნებდეთ და ფაქტობრივად ტყვეებად ჩავბარდეთ. ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება არის პრიორიტეტული, იმიტომ, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებს არავინ, თუ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაყურებინებთ საზოგადოებას პრეზიდენტის სიკვდილს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
პროტესტია რეგიონებში - საქართველოს სამ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი აქციები გაიმართა. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში - გორში, ხაშურში და ლაგოდეხში გავიდა.
"ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციებს აანონსებს. "პროტეტსი იქნება ყველგან" აცხადებენ პარტიის ლიდერები.