"მოსამართლე თავის განჩინებაში ადასტურებს, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, თუმცა..." - ხაჭაპურიძე

14.02.23 16:11
"მოსამართლე თავის განჩინებაში ადასტურებს, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, თუმცა..." - ხაჭაპურიძე

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე გიორგი არევაძის  განჩინებაში ადასტურებს, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, თუმცა აღნიშნავს, რომ რადგან მესამე პრეზიდენტის მიმართ ბევრი საქმეა აღძრული, ამიტომ არ მოხდა მისი სასჯელისგან გათავისუფლება.

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მოსამართლე განჩინებაში აკრიტიკებს მარიამ ჯიშკარიანს და თოიძის და ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნის ობიექტურობას.

"მოსამართლე თავის განჩინებაში ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, თუმცა ამბობს, რომ ვინაიდან ის გასამართლებულია ორ საქმეზე, გარდა ამისა, მის მიმართ იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დანაშაულებებზე საქმეები და კიდევ, გარდა ამისა, აღძრულია პენიტენციურში ორი სისხლის სამართლის საქმე, აქედან გამომდინარე ის თვლის, რომ მის მიმართ სასჯელის გადავადება და სასჯელისგან გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ სააკაშვილი საჭიროებს კვლევებს მოწამვლასთან დაკავშირებით. ასევე განჩინებაში აკრიტიკებს თავად ჯიშკარიანს, ბატონი თოიძის და ქალბატონი ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათ ობიექტურობას, ვინაიდან მისი თქმით, ერთი გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თავის დროზე პარლამენტში და მეორე კიდევ მუშაობს სააკაშვილის დედის უნივერსიტეტშიო", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

მსგავსი სიახლეები