მოპოვებულია სასამართლო განჩინება - გიორგი არევაძე აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს
"პირველებმა" მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება მოიპოვა - საქალაქო სასამართლოს მოსამართლე აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მსგავსი დაავადების მქონე პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს ითვალისწინებს, არევაძემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა:
მართალია ყველა ექსპერტი ერთხმად თანხმდება, რომ მსჯავრდებულს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის 01-6/ნ ბრძანების მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის დ პუნქტის თანახმად, დაუზუსტებელი დემენცია შედის იმ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა აღნიშნულის უტყუარად, კატეგორიულად დადასტურების შემთხვევაშიც კი მსგავსი ჩანაწერი აპრიორი არ გულისხმობს, რომ მსჯავრდებული ამ დიაგნოზის შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ან მას უპირობოდ უნდა გადაუვადდეს სასჯელი. ასევე მსგავსი ვალდებულება არ წარმოეშვება სასამართლოს დასკვნაში მითითებულ სხვა დიაგნოზებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსპერტებმა შეაფასეს როგორც მძიმე"- წერია განჩინებაში.