ენმ-ს წევრი იყო, ალასნიას თანამშრომელია - არგუმენტი, რატომაც სააკაშვილის მოსამართლე ცნობილ ექსპერტებს არ ენდო
სააკაშვილის საქმის მოსამართლე აღიარებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დემენცია აქვს, თუმცა იმავე განჩინებაში აკრიტიკებს ექსპერტებს, რომლებმაც პაციენტს ექსპერტიზა ჩაუტარეს.
გიორგი არევაძეს ნევროლოგ ოთარ თოიძესა და ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის მიუკერძოებულობაში ეჭვი ეპარება.
თოიძესთან მიმრთებით არევაძეს წლების წინ მისი პოლიტიკურიი მოღვაწეობა მოჰყავს, როცა ექიმი ენმ-ს კვოტით ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
რაც შეეხება ლალი ჯავაშვილს, მოსამართლე განჩინებაში მიუთითებს, რომ მედიკოსი ამ დრომდე მუშაობს სააკაშვილის დედის, გიული ალასნიას უნივერსიტეტში
ექსპერტების მიუკერძოებლობის ფაქტთან მიმართებით საყურადღებოა, ოთარ თოიძისა და ლალი ჯავაშვილის პირადი კავშირები გამოსაკვლევ პირთან და მის ოჯახთან. კერძოდ: ოთარ თოიძე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიიდან, ორი მოწვევის (მე-6 და მე-7) პარლამენტის წევრი იყო, მე-7 მოწვევის პარლამენტის დროს, ასევე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ექიმი - ლალი ჯავაშვილი, რომელიც მონაწილეობდა დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზაში, დასაქმებულია მიხეილ სააკაშვილის დედის - გიული ალასანიას კუთვნილ „საქართველოს უნივერსიტეტში“. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები ნამდვილად აყენებს ეჭვქვეშ ზემოაღნიშნული მოწმეების მიუკერძოებლობის საკითხს და ადასტურებს მათ პირად დაინტერესებას მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ"- წერია განჩინებაში.