"პატრიარქმა საწოლიდან ადგომა ვერ შეძლო" - რა ხდება წმინდა სინოდის სხდომაზე?
მსოფლიო საეკლესიო სიახლენი წიინდა სინოდის სხდომის დაწყების გაჭიანურების მიზეზებზე წერს - გვერდი ირწმუნება, რომ "პატრიარქი წოლით რეჟიმში იმყოფება და საწოლიდან ადგომა არ შეუძლია, თუმცა თავს კარგად გრძნობს და კონტაქტურია".
"მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთმა მღვდელმთავარი გამოვიდა მოსაზრებით რომ ილია მეორე სინოდზე წოლიარე მდგომარეობაში ლოგინიდან დაესწროს, რაზეც სხვა მღვდელმთავრებმა უარი განაცხადეს.
"პატრიარქმა უარი განაცხადა მის ნაცვლად სინოდს რომელიმე მღვდელმთავარი გაუძღვეს
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით თუ სინოდის გაძღოლისთვის პატრიარქი უუნაროა ან უნდა გადადგეს ან მის მაგივრად კრებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უნდა გაუძღვეს
ცნობილი ხდება რომ პატრიარქმა დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საწოლიდან ადგომა ვერ შეძლო, თუმცა არ გასცა კურთხევა მის ნაცვლად წმინდა სინოდს რომელიმე მღვდელმთავარი ან მისი რომელიმე ქორეპისკოპოსი გაუძღვეს"- წერს ფეისბუქგვერდი.