ჭამა-სმა და ქეიფი ბიუჯეტის ხარჯზე - "ოცნებამ" სარესტორნო მომსახურებებში 200 000 ლარზე მეტი დახარჯა
ჭამა-სმა და ქეიფი ბიუჯეტის ხარჯზე. მხოლოდ ბოლო ორ თვეში სახელმწიფო უწყებებმა სარესტორნო მომსახურებებში 200 000 ლარზე მეტი დახარჯეს. ათასობით ლარი რესტორნებში მასპინძლობისთვის დახარჯეს ჭიათურაში, სამტრედიაში, წალკაში და სხვა რეგიონებში.
ბიუჯეტის ფულით უმასპინძლდებიან სტუმრებს თბილისშიც სხვადასხვა უწყებები -მხოლოდ ერთ სუფრაში ფინანსთა სამინისტრომ ათასობით ლარი დახარჯა.
,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო დონაძე ამბობს, რომ წესად იქცა მუნიციპალიტეტის მერების მიერ რესტორანში ბიუჯეტის ფულით ხალხის დაპატიჟება.
მუნიციპალიტეტებში ეს გახდა უკვე რაღაცა წესი და თითქოს ეს დაკანონებულია, როდესაც ჩადის მაგალითად მინისტრი, ან მინისტრის მაოდგილე, ან როდესაც ჩადიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მომღერლები და რაღაც ღონისძიებას გამართავენ, თითქოს ვალში იყოს იმ მუნიციპალიტეტის მერი ეს ადამიანები მიჰყავს და აქეიფებს რესტორანში ბიუჯეტის ფულით. ეს არის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა", - ამბობს ბესო დონაძე.