პირადად პატრიარქი მაგზავნის მასთან, მეტი რა უნდა ვქნათ - სინოდის სხდომაზე სააკაშვილის საკითხი არ განუხილავთ

14.02.23 18:17
პირადად პატრიარქი მაგზავნის მასთან, მეტი რა უნდა ვქნათ - სინოდის სხდომაზე სააკაშვილის საკითხი არ განუხილავთ

სინოდის სხდომაზე სააკაშვილის საკითხი არ განუხილავთ.

სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის საკითხი სინოდის სხდომაზე დროის სიმცირის გამო ვეღარ დაისმა, რადგან სხდომა სულ 40 წუთი გაგრძელდა.

თუმცა, მეუფე ნიკოლოზმა აღშნიშნა, რომ პატრიარქი წუხს მესამე პრეზიდენტზე და სწორე უწმინდესის დავალებით დადის მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად "ვივა მედში"

სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ შეხებული ვართ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან და ვაზიარებ კიდეც. დღესაც ვიყავი და ვაზიარე. ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება მის მიმართს. მეტი რა უნდა იყოს ახლა, მიტროპოლოტი დადის მასთან. არავითარი ულფებამოსილება არ გვქავს, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შედეგზე ვართ ორიენტირებულები, არავითარი იურიდიული ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნია. დღეს 40 წუთი იყო მხოლოდ სინოდის სხდომა, ამიტომ ვეღარ მოხერხდა სააკაშვილის საკითხზე მსჯელობა", - ამბობს მეუფე ნიკოლზი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სინოდის სხდომაზე 5 საათის დაგვიანებით დაიწყო და მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა. 

სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზად მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის სისუსტე დაასახელა.

 

 

მსგავსი სიახლეები