სინოდს გელათზე არ უმსჯელია - სხდომა 40 წუთში დასრულდა

14.02.23 18:25
სინოდს გელათზე არ უმსჯელია - სხდომა 40 წუთში დასრულდა

 სინოდის სხდომა დასრულდა - სასულიერო პირებს არც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე და არც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მძიმე ვითარება განუხილავთ. 

როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა თქვა,  სინოდის სხდომა 40 წუთში დასრულდა.

გელათზე საუბარი არ ყოფილა. გელათი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ"- თქვა სასულიერო პირმა. 

კითხვაზე, მოერიდა თუ არა საპატრიარქო კულტურის მინისტრთან დაპირისპირებას, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ "ეს ბრალდებაა". სინოდის წევრი იქვე ამბობს, რომ "გელათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და საპატრიარქო მასზე ზრუნავს". 

 

მსგავსი სიახლეები