მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე? - მეუფე იაკობი პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე

14.02.23 19:02
მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე? - მეუფე იაკობი პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სინოდის სხდომაზე იქნა განხილული. მეუფე იაკობის თქმით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა სხდომაზე ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მძიმე ომსა და ასევე, თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრაზე გაამახვილეს.

ყველა ძირითადი საკითხები გავიარეთ, თქვენ იცით, რომ რაც ის მძიმე ომი დაიწყო ურკაინაში, იმის მერე სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვე  თანაგრძნობდა გამოვხატეთ, იმიტომ, რომ უდიდესი ტრაგედია ხდება და მინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთვარდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. ასევე გავიზიარეთ თურქეტში მომხდატი მიწისძვრის შედეგები. ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიის ტერიტორიაზეც მოხდა და სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ატიოქის პატრიარქს, - თქვა მეუფე იაკობმა. 

სასულიერო პირის თქმით, საკითხი მეუფე ზენონსაც შეეხო.

მეუფე ზენონთან დაკავშირებით... უწმინდესს შეხვდა და ასეთი რამე გადაწყდა, რომ დროებით ბრიტანეთიდა ირლანდიის ეპარქია პატრიარქის გამგებლობაში გადავა. კიდევ მაკედონიის საკითხი იყო და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ, - თქვა მეუფემ.

"ტვ პირველმა" სასულიერო პირს კითხვა პატრიარქის შესაძლო გადაგომასთან და სინოდის სხდომის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებითაც დაუსვა.

მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე? სისულელეა.სინოდი დაიწყო მაშინ, როცა უნდა დაწყებულიყო. ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე 12:00 საათზე და 18:00 საათზე რომ დაწყებულიყო ან 20:00 საათზზე, ვის რა პრეტენზია აქვს?, - თქვა სასულიერო პირმა. 

 

მსგავსი სიახლეები