სასახლედან გატანილი ნახატები და პრეზიდენტის პოლიტიკური ალეგორია - "ოცნება" თავს იმართლებს
ვარლამ არავიძის სინდრომი "ქართულ ოცნებაში" - პრეზიდენტის პოლიტიკური ალეგორია, რომელმაც ხელისუფლებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კადრები "მონანიებიდან" მმართველი გუნდისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.
"ქართული ოცნება" დღეს იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელ რეპრესიებთან მათი გაიგივება დაუშვებელია, რადგან "ოცნების" მმართველობის პერიოდში არავინ დახვრეტილა.
თენგიზ აბულაძის მონანიება 37 წლის შემდეგ ინსპირაციის წყარო პრეზიდენტისთვის გახდა. "ქართული ოცნება" დღეს ამტკიცებდა, რომ ზურაბიშვილი პარალელებშია აცდენილი, თუმცა სწორედ კომუნისტურ რეპრესიებთან პარალელებს ხედავს მონანიების სცენარის ავტორი.
ფაქტია, რომ 1984 წელს დაწერილი სცენარის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მხატვარ სანდრო ბარათელის ტრაგიკული ისტორია 21-ე საუკუნის საქართელოშიც აქტუალურია.
უფრო ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.