სააკაშვილის საქმის მოსამართლის აღიარება - არევაძე ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტს დემენცია აქვს
სააკაშვილის საქმის მოსამართლის აღიარება - გიორგი არევაძე განჩინებაში ადასტურებს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ნამდვილად დემენცია აქვს და ის მძიმე ავადმყოფია. ეს დიაგნოზი კი სასაჯელისგან გათავისუფლების საფუძველია, თუმცა ის ასე არ მოიქცა.
მოსამართლე ამავე განჩინებაში თავს ესხმის სააკაშვილის საქმის სამედიცინო დასკვნის ავტორებს და მათ სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. არევაძე მედიკოსებს წარსულ საქმიანობას ახსენებს და პირდაპირ ეუბნება, რომ მათ ახლო კავშირი აქვთ სააკაშვილთან, მის ოჯახთან და ამიტომ ობიექტურები ვერ იქნებიან.
არევაძის ხმაურიან განცხადებას და ფაქტობრივ აღიარებს, რომ სააკაშვილი მძიმე პაციენტია, ადვოკატები გასაჩივრების დროს გამოიყენებენ.
უფრო ვრცლად რა წერია არევაძის განჩინებაში ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.