კრემლმა "ოცნების" კეთილგანწყობა დააფასა - დუმა საქართველოსთან ფრენების აღდგენის მომხრეა

14.02.23 20:37
კრემლმა "ოცნების" კეთილგანწყობა დააფასა - დუმა საქართველოსთან ფრენების აღდგენის მომხრეა

კრემლმა "ქართული ოცნების" კეთილგანწყობა დააფასა - საქებარი სიტყვების შემდეგ მოსკოვი კონკრეტულ ქმედებაზე გადადის. რუსეთის დუმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მხარს უჭერს. უფრო მეტიც,  ოკუპანტი ქვეყნის სათათბირო ემხრობა  საქართველოს მოქლაქეებისთვის  სავიზო რეჟიმის გამარტვებასაც.

ოფიციალური განცხადებები მოსკოვში უკვე გაკეთებულია. დუმის  საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი ადასტურებს, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკების დასაწყებად. 

ოკუპანტი ქვეყნის კეთილი ნების ჟესტს მიესალმება "ქართული ოცნება". ხელისუფლების ერთადაერთი არგუმენტი საქართელოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოგზაურობის გამარტივებაა. 

საფრთხეებზე მიანიშნებს ოპოზიცია, რომლისთვისაც  მოსკოვთან ფრენების განახლება ქვეყნის იზოლაციის ტოლფასია, რადგან იმ შემთხვევაში თუ თბილისში სანქცირებული რუსული ავიაკომპანიები იფრენენ, ქართული აეროპორტებიც ავტომატურად სანქცირებულთა სიაში მოხვდება.

უფორ ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილი რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები