ერთი ნაბიჯი რეპრესიების ამოქმედებამდე - "ხალხის ძალა" ენჯეობის წინააღმდეგ

14.02.23 20:49
ერთი ნაბიჯი რეპრესიების ამოქმედებამდე - "ხალხის ძალა" ენჯეობის წინააღმდეგ

არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რეპრესიების ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. "ხალხის ძალის" მიერ  მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია. ივანიშვილის დაჯგუფება  არამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადებას ითხოვს. ყველა ენჯეო ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს ე.წ აგენტების რეესტრში და ამ ფორმით მათი დაფინანსების წყაროების  კონტროლი  მოხდეს. 

"ოცნების"  რადიკალური ფრთა განმარტავს, რომ მოდელი  ამერიკის შეერთებული შტატებიდან აიღეს.  თუმცა  შტატებში უცხო ქვეყნის გავლენის აგენტთა რეესტრით ებრძვიან  რეალურ მტრებს, მათ შორის, რუსეთის აგენტებს და  ტერორიზმის საფრთხეს. "ოცნების" ქვედანაყოფმა კი ახალი რეპრესიული კანონპროექტი ქართული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების განეიტრალების მიზნით მოამზადა.

უფრო ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები