"დანაშაულის ნიშნები არ არსებობს" - გომელაურის უწყებამ მხატვრის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

14.02.23 22:50
"დანაშაულის ნიშნები არ არსებობს" - გომელაურის უწყებამ მხატვრის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

"დანაშაულის ნიშნები არ არსებობს" - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. 

"2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​ საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები