რუსულ ენერგოგიგანტთან წაგებული საქმე - საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას 200 მლნ-მდე უნდა გადაუხადოს
„ქართული ოცნების“ პოპულისტური გადაწყვეტილება საქართვლოს 76 მილიონი დოლარი დაუჯდება. კახი კალაძის გადაწყეტილების გამო ოკუპანტ ქვეყანას საქართველომ ბიუჯეტიდან თითქმის 200 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს.
საქართველოს და „ინტერრაოს„ ექვსწლიანი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. საქმე 2013 წელს კალაძის მიერ „ინტერრაოსთან“ დადებულ გასაიდუმლოებულ და შეცვლილ ხელშეკრულებას ეხება. მაშინ „ქართული ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოქალაქეებს ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდებოდათ.
ცნობილია ისიც, რომ დაკისრებული 76 მილიონის გარდა, საქრთველოს მოსახლეობა წლებია მილიონოებს ამ დავის ადვოკატერების გამოც იხდის.
ოპოზიცია კალაძის "ინტერ რაოსთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცდომებს შემდეგ ხალხი იმკის.
მორიგი ბრიყვული და ამავდროულად, დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე მიიღო და ამაში, რა თქმა უნდა, დამნაშავეა ბატონი კალაძე, რომელიც არ უფრთხილდება არც საზოგადოებას, არც ბიუჯეტის ფულს, მხოლოდ თავის ჯიბეზეა გადართული. კალაძის, „ქართული ოცნების“, ღარიბაშვილის, ივანიშვილის შეცდომებს და დაშალაუებებს ვიმკით, მოვიმკეთ და კიდევ მოვიმკით, სამწუხაროდ, სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვეყილება ძალაუფლებაში, - თქვა ჩიხლაძემ.