კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის მაგალითი - "ლელო" "ინტერ რაოსთან" წაგებულ დავაზე

15.02.23 11:23
კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის მაგალითი - "ლელო" "ინტერ რაოსთან" წაგებულ დავაზე

პარტია "ლელო" საქართველოს რუსულ "ინტერ რაოსთან" წაგებულ დავას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. თამაზ დათუნაშვილმა ხელისუფლების იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლის გამოც საქართველოს მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნისთვის 2000 მლნ ლარის გადახდა მოუწევთ.

"ლელომ" საქართველოს მთავრობას და ეკონომიკის მინისტრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა. 

ქალაქ ვაშინგტონში, აშშ-ში საარბიტრაჟო დავაში "ინტერ რაო" საქართელოს წინააღმეგ რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ საქართელოს მთავრობას მოუგო დავა და 76 მლნ დოლარი დააკისრა სახდელი ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის. ეს არის მორიგი მაგალითი საქართველოს მთვაორბის და კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის სახლმწიფოს მართვაში.

კონკერტულად, საქმე ეხება ფაქტს, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხდა, როდესაც კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის დროს მოშალა ხელშეკრულება კომპანია "რაო თელასთან", რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ 15 წლის მანძლზე ელექტროენერგიის ტარიფი არ უნდა შემცირებულიყო, შესაბამისად, "რაო" გააკეთებდა საქართველოში 190 მლნ დოლარის ინვესტიციას და ააშენებდა სამ ჰიდროელექტროსადგურს. ეს ხელშეკრულება მოიშალა ერთადერთი მიზნის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოპულისტური დაპირება შეესრულებინა ნაწილობრივ და გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთის დენის ტარიფი მაშინ დაწიეს, სამაგიეროდ, ამ ტარიფმა იმ წლის ბოლოსვე ისევ იმატა და მას შემდეგ შეუქცევლად ძვირდება. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელები 300 ლნ-ით იზარალებენ და პლიუს, საქართველოში არ განხორციელდა კიდევ 600 მლნ ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

აგრეთვე, საინტერესოა, მათი მმართველობის დროს, რატომ გავიდა საქართველოს მთავრობა სრულად კომპანია "თელასის" წილიდან, გაასხვისა ეს წილი და არ დაიტოვა არავითარი ბერკეტი ამ კომპანიის მართის კონტროლისა.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მთავრობისგან, ამ შემტხვევაში ეკონომიკის მინისტრისგან შეფასებას ამ ფაქტის და ახსნა-გამნატრტებას ამ საკითხზე, - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსულ "ინტერ რაოსთან" სასამართლო დავა წააგო და ოკუაპნტი ქვეყნისთვის 200 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.  

მსგავსი სიახლეები