პოლიტიკური დევნილი ვარ! - გოგი წულაიას პირველი კომენტარი

15.02.23 11:15
პოლიტიკური დევნილი ვარ! - გოგი წულაიას პირველი კომენტარი

გოგი წულაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს. 

პარიზში მყოფი პოლიტიკოსი მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ბრძოლას აანონსებს. 

 მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოდან სხვას არც ველოდი პრინციპში, რამეთუ მე შეურაცხყოფა მივაყენე და ვაჟკაცურად დავუწუნე, თუ ბიჭი ხარ, მოდი, მე გამისწორდი-მეთქი. თუ ასე დამსჯიდნენ, მთელი ოჯახით ამაწიოკებდნენ, საემიგრაციოდ გამიხდებოდა საქმე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ახლა პოლიტიკური დევნილი ვარ. თუნდაც 4 წელი მომისაჯონ, ჩათვალეთ, რომ სიკვდილზე უნდა მოვაწერო ხელი, მაგრამ თავს მაინც არ ვთვლი დამარცხებულად, - ამბობს გოგი წულაია.

კომენტარი გააკეთა გოგი წუალაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ  საქართველოში მართლმსაჯულება კლანის მიერ იმართება, რომელიც სხდომებს ფორმალურად ატარებს: 

მე ვფიქრობ, რომ სამართლებლივად არ შეიძლებოდა ასეთი განაჩენის გამოტანა. მე ვადასტურებ იმასაც, რომ საქართველოში მართლმსაჯულება ალბათ იმართება კლანის ხელით. ის მასალა, რომელიც ჩვენ გვქოდა წარდგენილი, ის მეცნიერული შეხედულებები და კონვენციური სამართლიდან ზუსტი ციტირებები არ გაითვალისწინა. ადამიანი, რომლის თვალებში იკითხება, რომ შენი არაფერი არ აინტერესებს, უბრალოდ ფორმალურად გისმენს, რომ განაჩენი შეგიცვალოს, რა უნდა მოსთხოვო, ფორმალურად გავასაჩივრებთ ყველაფერს, - თქვა გელბახიანმა. 

ციხიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ პოლიტიკოსს ისევ პატიმრობა მიუსაჯეს.  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვლა და  წულაია დაუსწრებლად ციხეში 4 წლით გაუშვა. უცნობია, მოითხოვს თუ არა პროკურატურა წულაიას საქართვლოში ექსტრადირებას, თავად პატიმრობამისჯლი პოლიტიკოსი ამას არ გამორიცხავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები