წულუკიანს გელათის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია, ის მხოლოდ ჯიბრში უდგება მეცნიერებს - ექსპერტები

15.02.23 12:00
წულუკიანს გელათის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია, ის მხოლოდ ჯიბრში უდგება მეცნიერებს - ექსპერტები

კულტურის სამინისტროს გელათის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია - ამბობენ ისტორიკოსები და საპატრიარქოს კრიტიკულ წერილს აფასებენ.  

 გიორგი გაგოშიძე აცხადებს, რომ წულუკიანის უწყება მხოლოდ მეცნიერებთან და ხელოვანებთან ჯიბრშია ცამდგარი: 

საპატრიარქოს არ უნდა, რომ მისი ზეობის დროს მოხდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება. ამიტომ, ვფიქრობ ძალიან დროული და მიზანმიმართული განცხადება გაკეთდა, რადგან აშკარაა, რომ 2020-2022 წლებში ჩატარებული გადარჩენითი სამუშაო, რაც კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა იქ, ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით გააუარესა ძეგლის მდგომარეობა. ჩუბინაშვილის ცენტრის კვლევა და იუნესკოს კვლევა ერთმანეთს დაემთხვა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. რას აკეთებს კულტურის სამინისტრო, აქამდე რა გააკეთა, რამე დადებით მითხარით, რა გააკეთა. არის უბრალოდ ჯიბრში ჩამდგარი ქართულ მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან, - გიორგი გაგოშიძე.

 დეა მეტრეველის თქმით, საპატრიარქოს გუშინდელმა განცახადებამ დაადასტურა, რომ ეკლესია უნდობლობას უცხადებს, იმ სამუშაოებს, რომლებიც კულტურის სამინისტროს მხრიდან წარიმართა გელათის ტაძარში: 

საპატრიარქოს გუშინდელმა განცახადებამ კიდევ ერთხელ  დაადასტურა, რომ საპატრიარქო სრულ უნდობლობას უცხადებს იმ სამუშაოებს, რომლებიც კულტურის სამინისტროს მხრიდან წარიმართა გელათის ტაძარში. საპატრიარქოს განცხადება ცხადყოფს, რომ ის გუნდი, რომელსაც უჭირავს მართვის სადავეები და თავად განსაზღვრავს პროცესებს, არის არაკომპეტენტური და უდიერად ეპყრობა კულტურულ მემკვიდრეობას, - აცხადებს, დეა მეტრეველი. 

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია!  - საპატრიარქო გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია ითხოვს, დღეს მომუშავე ჯგუფი  უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით ჩანაცვლდეს. 

"გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება" - წერია ოფიციალურ განცხადებში. 

საპატრიარქო პირდაპირ წერს იმასაც, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია.

საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება

 

მსგავსი სიახლეები