ხალხი უსამართლო გადაწყვეტილებას დაგმობს - მაჭარაშვილი ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე

15.02.23 11:46
ხალხი უსამართლო გადაწყვეტილებას დაგმობს - მაჭარაშვილი ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე

"ხალხის ძალას" წევრი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის შესაძლო დასაქნცირებას, ხალხი დაგმობს. 

ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ისევ იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და მისი დასჯა ევროდეპუტატების მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება იქნება. 

ის, რომ, მაგალითად, ევროპარლამენტი იტყვის სააკაშვილზე, რომ მიუხედავად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც ამბობს სასამართლო, რომ დამნაშავეა სააკაშვილი, მაინც უკანონოდ გამოუშვითო და ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული და პოლიტიკურად მითუმეტეს, და ამაზე ამბობენ, რომ ეს კაცი დაასანქცირეთო, ამას ხალხი ხედავს და ამ უსამართლობას ხალხი გმობს. საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, საკუთარი ოჯახის წევრიდან რომ მოდიოდეს უსამართლობა, ხალხი ამას არ მიიღებს და იყოს ეს ევროპარლამენტი ან ნებისმიერი ინსტიტუტი, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე კენჭისყრა იწყება. ევროდეპუტატების ნაწილი საქართველოს არაფორმალური მმართველის დასაქნცირებას მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები