ისეთი საქართველო შევარცხვინე, კუბილიუსის და გრიგოროვას წესებით რომ ითამაშებს - ზარქუა
ისეთი საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრიგოროვას წესებით ითამაშებს , - ასე აფასებს ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას ირაკლი ზარქუა.
მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, საქართველო კანონის უზენაესობით იმართება და არა ევროდეპუტატების მითითებებით.
თურმე თუ კუბილიუსების, ფოტიგების და გრიგოროვების თამაშის წესით თუ არ იმუშავებს საქართელო, მაშინ, ე.ი. კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ჯერ ის საქართველო შევარცხვინე, ვინც კუბილიუსის და გრიგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვერ გაიგეს ამათმა, რომ საქართველო, ეს არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით, კანონის უზენაესობით, - თქვა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე კენჭისყრა იწყება. ევროდეპუტატების ნაწილი საქართველოს არაფორმალური მმართველის დასაქნცირებას მოითხოვენ.
ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს.
"ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, ქართული ოცნებისთვის - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუ ჩვენი წესებით არ ითამაშებთ" - თქვა კუბილიუსმა მთავარი არხის ეთერში.