"ინტერრაოსთან" წაგებულ დავაზე "ოცნება" პასუხიმსგებლობას სააკაშვილის მთავრობას აკისრებს

15.02.23 13:17
"ინტერრაოსთან" წაგებულ დავაზე "ოცნება" პასუხიმსგებლობას სააკაშვილის მთავრობას აკისრებს

რუსულ ენერკოგიგანტთან წაგებულ დავაზე "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას სააკაშვილის მთავრობას აკისრებს. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ "ინტერრაოსთან" ხელშეკრულება სწორედ წინა ხელისუფლების დროს დარღვევებით გაფორმდა.

სავარაუდოდ, იქ იყო დარღვევა, იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვუთხარით ტარიფების გაზრდაზე და ამაზე გვიჩივლა რუსულმა კომპანიამ, რომელიც სააკაშვილთან თანამშრომლობდა და მაშინ იყო ხელშეკრულება გაფორმებული. გამოგვიცხადეს ინფლაციის შემდეგ, რომ მოგვეცით უფლება, რომ გავზარდოთ მოსახლეობისთვის ტარიფიო, ამ „ინტერრაომ“ გამოგვიცხადა. 200 მლნ-ს ითხოვდნენ ამ გაფორმებული არაქართული ინტერესების მქონე ხელშეკრულებიდან გამომდინარე რუსები. სააკაშვილმა რომ გაუფორმა. 200 მლნ დოლარს ითხოვდნენ და ეს შევამცირეთ 75-მდე, ამბობს ზარქუა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსულ "ინტერ რაოსთან" სასამართლო დავა წააგო და ოკუპანტი ქვეყნისთვის 200 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა.    

მსგავსი სიახლეები