"შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ, ფულის ფიქტიური პირების საშუალებით გადარიცხვის საშუამავლო ოფისის შეფს ანგარიში დაუხურეს

16.02.23 00:01
"შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ, ფულის ფიქტიური პირების საშუალებით გადარიცხვის საშუამავლო ოფისის შეფს  ანგარიში დაუხურეს

"შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ, ფულის ფიქტიური პირების საშუალებით გადარიცხვის საშუამავლო ოფისის შეფს "საქართველოს ბანკმა" ანგარიში დაუხურა. 

საქმე ეხება ვალენტინ ივანოვს, რომელიც, ტვ პირველის პირდაპირი ტრანსლაციის ჩაშლას ცდილობდა და ჟრნალისტ გიორგი ხუხიას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდა. ის ანთებული სანთებელით ხელში ცდილობდა, ჩაეშალა პირდაპირი ჩართვა, სადაც ჟურნალისტი კანონის გვერდის ავლით მის მიერ რუსეთიდან ფულის გადამორიცხვის ამბავს ყვებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო  გვერდის ავლა. 

ასევე ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - რა სქემით იყენებენ,  რუსები ფულის გადმოსარიცხად ქართველი სტუდენტების ანგარიშებს!

 

მსგავსი სიახლეები