მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ე.წ. კანონიერი ქურდები - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასულ სიუჟეტს სპეციალური განცხადებით ეხმიანება.
საქმე ეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებს მოქალაქეობა წაართვეს. ე.წ. კრიმინალური ავტოროტეტები სასამართლოში ჩივიან.
საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა.
როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს"- წერს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა.
პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა.