ოცნების ცალკეული დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებენ, ხალხის სისხლზე - კასიანოვი

24.02.23 17:22
ოცნების ცალკეული დეპუტატები  შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებენ, ხალხის სისხლზე - კასიანოვი

"ოცნების ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე"- სკანდალური განცხადება დღეს  საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გააკეთა. 

გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას"- დასძინა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა. 

მან ირაკლი კობახიძის განცხადებებიც შეაფასა და თქვა, რომ "იმედგაცრუებულია". 

ანდრეი კასიანოვი აღნიშნავს, რომ "ნებით დაუთმო პარლამენტის სპიკერის სკამი რუსეთის უვარგის დეპუტატს". 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კობახიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  "რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს“.

"არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს"- ამბობს კასიანოვი კობახიძის მისამართით და დასძენს: 

ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს - თქვა ანდრეი კასიანოვმა.