მეორე ფრონტის პროვოცირება, აჯახივით მოქნეული პროვოკაცია - "ოცნების" დეპუტატი კასიანოვზე
მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას.
საუბარია ანდრეი კასიანოვის კომენტარეზე, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე".
ეს არის გამიზნული მორიგი პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? - რა თქმა უნდა, უნდათ და სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია"- ამბობს ქადაგიშვილი.
მისი თქმით, კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება.
"თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას.
ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება"- თქვა დეპუტატმა.