მნიშვნელოვანია, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი - პაპუაშვილი კასიანოვს პასუხობს
"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი"- ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მოვლეობის შემსრულებლის, მიხეილ კასიანოვის განცხადებებზე.
შალვა პაპუაშვილი ქართული ოპოზიციის ნაწილს საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთთან გადაკიდების მცდელობაში ადანაშაულებს. იგი ამბობს, რომ მიუხედავად ამ მცდელობებისა, უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის ნარჩუნდება თბილი ურთიერთობები.
უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. ზოგადად, ამიტომ ვამბობ, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ვხდედავთ, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის ჯგუფები უკრაინაში, რომლებიც ცდილბენ ერთმანეთს გადაკიდონ უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
"უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის უმოქმედობით" - განაცხადა გუშინ უკრაინის ელჩის მოვალეობის წამომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა.