რუსული პოლიტიკის დემონსტრირება და ეროვნული ინტერესების ღალატი - ხოშტარია ღარიბაშვილის განცხადებაზე
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პარტია "დროას" ლიდერი რუსული პოლიტიკის დემონსტრირებას და ეროვნული ინტერესების ღალატს უწოდებს.
ხოშტარია "პირველებთან" ამბობს, რომ 25 თებერვალს სიტყვა "რუსეთის" ართქმა პრობლემისთვის საკუთარი სახელის არდარქმევაა.
ეს არის რუსული პოლიტიკის დემონსტრირება და ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი, რადგან 25 თებერვალს სიტყვა რუსეთის ართქმა და პრობლემისთვის საკუთარი სახელის არდარქმევაა, დიახ, ჩვენი არსებობის პრობლემა არის რუსეთი. 25 თბერვალსაც, 2008 წელსაც, 1992 წელსაც, მუდმივად საუკუნეების განმავლობაში და დღეს უკრაინაშიც პრობლმას სახელად ჰქვია რუსეთი. ამას როცა შენ ვერ ამბობ, ღალატობ ეროვნულ ინტერესებს",- ამბობს ელენე ხოშტარია.
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა საბჭოთა ოკუპაციდან 102 წლის თავზე რუსეთის ხსენეება ვერ გაბედა.
მთავრობის მეთაური, რომელმაც დილა იუნკერთა მემორიალთან უხერხული დუმილით დაიწყო, ვერ ბედავს დაგმოს რუსული აგრესი. საბჭოთა ოკუპაციის 102 წლის თავზე, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს, ღარიბაშვილი სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ განცხადება გაავრცელა, თუმცა რუსული ოკუპაცია არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს გაახსენდა და რუსეთი არც ერთხელ უხსენებია.