რა კითხვები აწუხებს მდინარაძეს აგვისტოს ომზე - "ოცნების" ლიდერი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმება

28.02.23 14:36
რა კითხვები აწუხებს მდინარაძეს აგვისტოს ომზე  - "ოცნების" ლიდერი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმება

პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას - ფრიდონ ინჯიას ინიციატივას "ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე მიესალმება. 

მდინარაძე ამბობს, რომ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც მას აწუხებს და მისი თქმით, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შეიძლება კომისია სჭირდებოდეს.

მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს მაწუხებს კითხვა, რატომ მოხდა, რომ პარლამენტის კომისიაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიამინის კომისიის დასკვნის ეს მოცემულობა გადავიდა ისტორიულ აღწერილობაში, როდესაც სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა. რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული. რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი, რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამის გამოძიებას მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. შვიდში, ღამით ის გრადებით დაბომბვა რისი და ვისი აჩვენეს და რატომ აჩვენეს საერთოდ. ან რვაში განხადებები რას ნიშნავდა,  ან ის განცხადებები რას ნიშნავდა, რომ რუსეთს არ შემოესწროო, ან ის ხელმოწერა და მხარდაჭერა რას ნიშნავდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო, ან ომის დანაშაულის დაბრალება რას ნიშნავდა ქართველ ჯარისკაცებზე. ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შეიძლება სჭირდებოდს კომისია".  - ამბობს მდინარაძე.

პარლამენტმა, შესაძლოა, აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისია შექმნას. ამ ინიციტივით დღეს ევროპელი სოციალისტების ჯგუფი გამოვიდა. ინიციატივა პრორუსული განცხადებებით ცნობილ ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. 

ჰააგის სასამართლომ  აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა, რის შედეგადაც  საქართველოს მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა. საერთაშორისო ტრიბუნალს არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუყენებია. დამნაშავეებად ჰააგამ რუსები და პრორუსი  სეპარატისტები გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები