პოლონელი მედიკოსების ჩამოსვლას გარდამტეხი მნიშვნელობის ექნება სააკაშვილის საქმეში - ადვოკატი

04.03.23 11:50
პოლონელი მედიკოსების ჩამოსვლას გარდამტეხი მნიშვნელობის ექნება სააკაშვილის საქმეში - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პოლონელი მედიკოსების ჩამოსვლა სააკაშვილთან გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება ყოფილი პრეზიდენტის საქმეში. 

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თითქოს უცხოელი მედიკოსების საქართველოში ჩამოყვანის გადაწყვეტილება ელჩების დემარშის საფუძველზე არ მომხდარა, საფუძველმოკლებულია. 

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ჩვენთან არსებული ინფორმაციით, ასეთ ფაქტს ადგილი აქვს და ჰქონდა. თუ იუსტიციის სამინისტრო უარყოფს და, მით უმეტეს, არ მისცემს უფლებას დაინტერესებულ ექსპერტებს ჩამოვიდნენ, შევიდნენ და შეამოწმონ სააკაშვილი, ეს ძალიან ცუდი იქნება.

ეს საკითხი უფრო დაიძრა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ იუსტიციის მინისტრის. თუ ეს მოხერხდება და იუსტიციის სამინისტრო ამაზე არ იტყვის უარს, რა თქმა უნდა, ეს საქმეს წაადგება და მნიშვნელოვანი გარდამტეხი იქნება სააკაშვილის საქმეში, რადგან ისინი არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე პირადად მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს და როგორც ვიცი, არც მისი ოჯახის წევრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არაერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელსაც განიხილავდა დასავლური სასამართლო, მსგავსი პრეცედენტები მომხდარა, როდესაც უცხოელი ექსპერტები იქნენ მოწვეული. ამ შემთხვევაში, თუ რაიმე  დასკვნა გვიკავია ხელთ და ყველა დასკვნა მიუთითებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და იმაზე, რომ იგი მძიმე ავადმყოფია, რა თქმა უნდა, დაერთვება", - ამბობს ხაჭაპურიძე

იუსტიციის სამინისტრო პოლონური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ელჩების დემარშის საფუძველზე მოხდა

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.

 

მსგავსი სიახლეები