უი, რა მითხარით?! - ანტიევროპელი სასულიერო პირის პირველი რეაქცია საპატრიარქოს განცხადებაზე

15.03.23 17:29
უი, რა მითხარით?! - ანტიევროპელი სასულიერო პირის პირველი რეაქცია საპატრიარქოს განცხადებაზე

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც გუშინ, პარლამენტის წინ მოძალადე ორკების გვერდით იდგა საპატრიარქოს კრიტიკას არ პასუხობს და ისრები ჟურნალისტებისკენ გადააქვს. 

"არ არის ეგ თქვენი საქმე" - თქვა სასულიერო პირმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ, ჰქონდა თუ არა კურთხევის გარეშე ანტიდასავლურ აქციაზე მისვლის უფლება. 

"უი რა მითხარით?"- აღნიშნა დეკანოზმა განცხადების მოსმენისას, სადაც საპატრიარქო ამბობს, რომ " მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს". 

"თქვენ შეწუხდით ჩემს გამო და მაგაზე ნერვიულობთ? მადლობა სიყვარულის გამოხატვისთვის. მე თქვენგან ვისმენ რომ თურმე ქვებს ვისროდი. მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული"- უთხრა დელანოზმა "პირველებს". 

სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა, პრორუსული "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებთან ერთად  საკანონმდებლო ორგანოსთან  გუშინაც გამოჩნდა.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი სიტყვით აც გამოვიდა და ევროკავშირის დროშას "მამათმავლობის ტრიაპკა" უწოდა.