"ტაქსების მონოპოლიასაც აიღებენ" - მძღოლები და ოპოზიცია თბილისის მერის გადაწყვეტილების წინააღმდეგ
ტაქსისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ წნეხში აქცევთ და ერთადერთი შემოსავლის გზასაც უკარგავს.
ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დედაქალაქის მერს და ამბობენ, რომ კალაძე რიგ შემთხვევაში უგუნურ გადაწყვეტილებებს იღებს.
"ხალხს გაუმარტივდეს ცხოვრება, ეს მე ვერ დავინახე. ყოველდღიურად ადამიანებს უფრო უჭირთ ცხოვრება. უგუნორობას აქვს ადგილი. აიღებენ ტაქსების მონოპოლიასაც, სავარაუდოდ", - ამბობს ტაქსის მძღოლი.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ახალი რეფორმები არ უკვირთ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ დედაქალაქის მერი კახი კალაძე ახლა სავარაუდოდ, ახალ კორუფციულ გარიგებაშია შესული და ის შეეცდება, რომ კონკრეტული შპს-ები რიგითი ადამიანების ხარჯზე გაამდიდროს.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ეს ლიცენზიები აღმოჩნდება რაღაცა კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების ხელში, რომელიც კახი კალაძესთან და მის გარემოცვასთან იქნება დაკავშირებული და ისინი აგახდებიან მონოპოლისტები ტაქსების ბიზნესის. ეს რეფრომაც ტარდება სწორედ ამისთვის, რომ ხელთ იგდონ ტაქსების ლიცენზია სრულად ამ ქალაქში". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება.
კახა კალაძის თქმით, პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვას აღარ გასცემს.