ტაქსები ლიცენზიის გარეშე - ბუაძე მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს

15.03.23 18:21
ტაქსები ლიცენზიის გარეშე - ბუაძე მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმა ჩავარდნის პირასაა. 

ბუაძე ამბობს, რომ კახი კალაძის დაპირებები წლების განმავლობაში არ სრულდება და მისი თქმით, ტაქსებთან მიმართებაშიც ბევრი პრობლემაა მოსალოდნელი.

სატრანსპორტო რეფორმა არის ჩავარდნის პირას. ამის ძალიან მკაფიო დადასტურება არის ბასლაინები და ავტობუსების ნაწილი, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში არ სრულდება კახი კალაძის დაპირებები და ტაქსებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ძალიან ბევრი პრობლემა. ბუნებრივია, არსებობს კითხვის ნიშნები, როგორც კორუფციის მიმართულებით, ისე ამ რეფორმის ადმინისტრირების მიმართულებით და ამ კითხვებზე საზოგადოებას სჭირდება პასუხები, მაგრამ ამ ადმინისტრაციას არ აქვს არანაირი ნდობა", - ამბობს საბა ბუაძე. 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება.

კახა კალაძის თქმით,  პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვას აღარ გასცემს.